დღეს არის ტკივილის, მოგონების და დიდი პასუხისმგებლობის გააზრების დღე - დავით ბაქრაძე

გამოქვეყნდა:

ოკუპაცია გრძელდება, ამიტომ, აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა შევძლოთ საერთო ენის მონახვა - განცხადება ამის შესახებ დღეს „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა.

აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, ბაქრაძემ და "ევროპული საქართველოს" წევრებმა, ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს.

​„დღეს, პირველ რიგში, არის ტკივილის და მოგონების დღე და პატივს მივაგებთ თითოეულ ადამიანს და ომის ყველა მსხვერპლს, ვინც საკუთარი სიცოცხლე შეწირა საქართველოს თავისუფლების დაცვას. ეს არის ასევე, დიდი პასუხისმგებლობის გააზრების დღე, როდესაც ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ მიუხედავად უთანხმოებისა და კონფლიქტისა, უნდა შევძლოთ ერთად დადგომა და ერთად შრომა, როდესაც საქმე ეხება ქვეყნის მთავარ ღირებულებებს. საქართველოს მთლიანობა, საქართველოს ერთიანობა და ოკუპაციის დასასრული არის სწორედ ასეთი ღირებულება. ეს პრობლემა, ეს გამოწვევა დღესაც გრძელდება, ოკუპაცია გრძელდება, ამიტომ, აუცილებელია, საქართველოს მოქალაქეებმა შევძლოთ საერთო ენის მონახვა, ერთად დადგომა და ერთად შეწინააღმდეგება ამ უბედურების მიმართ" ამბობს ბაქრაძე.

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი