უგანდაში, სკოლაზე თავდასხმისას 40-მდე ადამიანი მოკლეს

გამოქვეყნდა:

უგანდის ერთ-ერთ სკოლაში "ისლამურ სახელმწიფოსთან" დაკავშირებულმა პირებმა 40-მდე ადამიანი მოკლეს. თავდასხმის შედეგად მძიმედ დაშავდა სულ მცირე 8 ადამიანი. თავდამსხმელებმა დაწვეს სკოლის საერთო საცხოვრებელი და საკვების მაღაზია გაძარცვეს. შემთხვევა პარასკევს, ადგილობრივი დროით 23:30 საათზე მოხდა.

როგორც პოლიცია აცხადებს, თავდასხმა უგანდურმა დაჯგუფება "მოკავშირე დემოკრატიულმა ძალებმა" (ADF) განახორციელეს. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი