
ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმა არის კონკრეტული გზავნილი ძალადობრივი ჯგუფებისაგან - აცხადებს ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დღეს დილით, გორში მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით, რა დროსაც გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერს ფიზიკურად გაუსწორდნენ:
ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმა გაუგონარი ძალადობრივი ქმედებაა და კონკრეტული მესიჯი. იცით რა? ჩვენ ყველას დაგსჯით ვინც ანტიპუტინისტები ხართ, ვისაც საქართველოს ევროპული მომავალი გინდათ და მერე მოაყოლებენ პროპაგანდას, რომ თითქოს ზურა ჯაფარიძე ვინმეს შეურაცხყოფას აყენებს, ან თურმე რაღაც ანტიქართულ კამპანიას ეწევა, რაც ცხადია არის რუსულ პროპაგანდა, ცხადია არის ტყუილი და კონკრეტული გზავნილი ძალადობრივი ჯგუფებისგან" ამბობს ხაბეიშვილი.