
„ის განცხადებები, რაც კეთდება პრეზიდენტ სააკაშვილზე არის წმინდა წყლის სპეკულაცია და მუქარა პრეზიდენტისადმი, რომ უბრალოდ გააჩუმონ.“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩალაძემ.
„ქართული ოცნება“ კვლავ აგრძელებს პრეზიდენტი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებას და მის პოლიტიკურ აჟიტირებას. ძალიან სამწუხაროა რაც ვიხილეთ განცხადებები კლინიკის წარმომადგენლების მხრიდან, რომ თითქოს პრეზიდენტი სააკაშვილი მდგომარეობა გაუმჯობესებულია, ეს არის მუქარა პრეზიდენტ სააკაშვილზე, კიდევ ერთი პოლიტიკური ზეწოლა, რომ გააჩუმონ. პრეზიდენტი სააკაშვილისადმი მუქარების მცდელობები იქნება წარუმატებელი , რადგან პრეზიდენტი სააკაშვილი ისევ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება მოწამვლისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად, რომელიც მას „ქართულმა ოცნებამ“ მიაყენა.“ - განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ჯანდაცვის მიმართულების მდივანი, ლევან მეტრეველი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა პრინციპულად არ შეცვლილა და საუბარი იმაზე, რომ რაღაც გაუმჯობესდა არის სრული ტყუილი:
„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო როგორც ჯანდაცვის პროფესორი და ექიმი, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა პრინციპულად არ შეცვლილა, მოწამვლა არ გაუუქმებია არავის, მოწამვლის ეფექტების ალაგების თერაპია არ მიმდინარეობს, შესაბამისად რაიმეს საუბარი იმაზე, რომ რაღაც გაუმჯობესდა არის სრული ტყუილი. ეპიზოდური პროგრესი რაც შეინიშნება არის იმის ბრალი, რომ გადასხმა ხდება ერითროციტული მასის, ეს არის და ეს. დღეს მას ისევ ჰქონდა მაღალი სიცხე და მაღალი წნევა. ყველა დანარჩენი მსჯელობა ამ თემაზე არის წმინდა წყლის სპეკულაცია.“ - განაცხადა ლევან მეტრეველმა.