ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა - გახარია

გამოქვეყნდა:

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია 17 ივნისს "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრებზე მომხდარ თავდასხმებს ეხმაურება და წერს, რომ  საქართველოს ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულზე და საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა.

"ხელისუფლებამ არჩევანი გააკეთა წარსულსა და მომავალს შორის.

ოცნება, ისევე როგორც ნაციონალურმა მოძრაობამ, მმართველობის ბოლო წლებში, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით ძალადობის წახალისება დაიწყო.

ახლა უკვე ოცნების ხელისუფლებამ საქართველოს მომავალს ქვები დაუშინა.

ძალადობა არასდროს ყოფილა ჩვენი კულტურის და ეროვნული ღირებულებების ნაწილი.

ახალგაზრდებთან ომში ნებისმიერი ხელისუფლება განწირულია მარცხისთვის!

ჩემი სრული მხარდაჭერა ქართველ ახალგაზრდებს!", - წერს გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც "გირჩი-მეტი თავისუფლების" ორგანიზებით სემინარი უნდა გამართულიყო 60-მდე ორკი მიიჭრა. ისინი პარტიის წევრებსა და ბანაკში მყოფ სხვა პირებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, ქვებს ესროდნენ და ემუქრებოდნენ. ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია, რომელიც სასტუმროსთან 40 წუთის დაგვიანებით მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები კიდევ უფრო დაგვიანებით დაიწყო. 

ბორჯომში მომხდარამდე, გორში ფიზიკურად თავს დაესხნენ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი