
ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი ბორჯომში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა. პაველ ჰერჩინსკის თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა დასაგმობია და მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში.
"მე წავიკითხე რამდენიმე სტატია, ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, რა მოხდა ბორჯომში. იმედი მაქვს, რომ გამოძიება სამართლიანად ჩატარდება. რაც შემიძლია ვთქვა ხმამაღლა და გასაგებად, პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა დასაგმობია და მიუღებელია ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში. იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობა არ გაუარესდება და სიტუაცია კიდევ უფრო არ გაუარესდება", - თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.
შეგახსენებთ, ბორჯომში, სასტუმროში, სადაც "გირჩი-მეტი თავისუფლების" ორგანიზებით სემინარი უნდა გამართულიყო 60-მდე ორკი მიიჭრა. ისინი პარტიის წევრებსა და ბანაკში მყოფ სხვა პირებს, მათ შორის არასრულწლოვნებს, ქვებს ესროდნენ და ემუქრებოდნენ. ადგილზე გამოძახებული იყო პოლიცია, რომელიც სასტუმროსთან 40 წუთის დაგვიანებით მივიდა და საგამოძიებო მოქმედებები კიდევ უფრო დაგვიანებით დაიწყო.
ბორჯომში მომხდარამდე, გორში ფიზიკურად თავს დაესხნენ "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს.