
ზურა ჯაფარიძეზე თავდასხმიდან 7 საათზე მეტი გავიდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს კი მოძალადე ამ დრომდე დაკავებული არ ჰყავს. თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა, რომ გირჩის ლიდერს ფიზიკურად გაუსწორდა და შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, თუმცა გომელაურის უწყება ამ დრომდე დუმს. ზურა ჯაფარიძე კი თავდამსხმელს სოციალურ ქსელში პასუხობს და ამბობს,რომ მას საკადრისი პასუხი გასცა. "მთავარმა" მოიპოვა ფოტომასალა, როგორ ქეიფობენ ერთად ჯაფარიძეზე მოძალადე სოსო მაისურაძე და შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის ყოფილი უფროსი და მოქმედი მაღალჩინოსანი.