კენიაში, სადაც პასტორი მრევლს სიკვდილამდე ამარხულებდა, დაღუპულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა.
არსებული ინფორმაციით, პასტორი ამარხულებდა ადამიანებს, რათა "იესოს შეხვედროდნენ".
კენიის პოლიციამ პასტორი 14 აპრილს დააკავა. გასულ თვეს დაწყებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ზოგიერთი მსხვერპლის ორგანოები დაიკარგა, რამაც გამოიწვია ეჭვები ადამიანის ორგანოებით ვაჭრობის შესახებ.