აშშ-ის თანხმობის შემთხვევაში, დანია მზადაა უკრაინას F-16-ები გადასცეს

გამოქვეყნდა:

დანიის თავდაცვის მინისტრი ტროელს ლუნდ პულსენის თქმით, შეერთებული შტატების თანხმობის შემთხვევაში, დანიის ხელისუფლება მზადაა უკრაინას F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავები გადასცეს.

"უკრაინას სჭირდება თვითმფრინავები. უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე,  ბრძოლის მოსაგებად. ეს ასევე ეხება დანიურ F-16 გამანადგურებლებს", - თქვა პულსენმა

დანიას  43 ერთეული F-16 გამანადგურებელი აქვს. ქვეყანა ამჟამად F-16-ებს უფრო თანამედროვე, F-35-ებით ცვლის.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი