ერთი დაღუპული, 3 დაშავებული - რუსებმა ხერსონი დაბომბეს

გამოქვეყნდა:

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს. დაიღუპა  ერთი და დაშავდა 3 ადამიანი.

 "რუსულმა ავიაციამ კიდევ ერთხელ შეუტია კაზაცკოეს. მტერმა ორი მართვადი ბომბი ესროლა მშვიდობიან მოსახლეობას. კაზაცკოეს დაბომბვის შედეგად, 1 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. დაშავდა 3 ადამიანი, 35 წლის ქალი, 88 წლის კაცი და 17 წლის ბიჭი. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს", - წერია უწყების განცხადებაში 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი