წახალისებული და დაუსჯელი მოძალადეები - თავდასხმები ჯაფარიძეზე, გირჩი-მეტი თავისუფლების წევრებსა და არასრულწლოვნებზე

გამოქვეყნდა:

ნებადართული ძალადობა და მრავალწლიანი დაუსჯელობის სინდრომი ქვეყანაში - ამ ფონზე ხელისუფლების მხარდამჭერები ,,ქართული ოცნების'' ოპონენტებს უკვე მანქანებსა და სასტუმროებში უვარდებიან. სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ და ფიზიკურად ძალადობენ მათზე. დღეს თავს დაესხნენ ზურა ჯაფარიძეს. ეს ინციდენტი გორში, მაშინ მოხდა, როცა ,,გირჩი - მეტი თავისუფლების'' ლიდერი საკუთარ მანქანაში იჯდა. უცხო პირი მას მანქანაში შეუვარდა და თვალის არეში მუშტი ჩაარტყა. 

დაპირისპირების მეორე ლოკაცია ბორჯომი იყო, სადაც ზურა ჯაფარიძე სემინარზე ლექციის წასაკითხად მიდიოდა. სასტუმროში მყოფ ახალგაზრდებს, რომელთა შორის არასრულწლოვნებიც იყვნენ, სასტუმროსთან ხელისუფლების მხარდამჭერები მიუვარდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ და ემუქრებოდნენ. შენობაში გამოკეტილებმა დახმარებისთვის პოლიციას მიმართეს, სამართალდამცველები კი ადგილზე თითქმის ნახევარი საათის დაგვიანებით მივიდნენ. 

,,ფაშისტური, ამორალური გაერთიანება გირჩი!'' - ეს პრემიერის სიტყვებია, რომელიც მოძალადე და რადიკალური ჯგუფებისთვის მწვანე შუქი აღმოჩნდა, რომ პირდაპირ მოქმედებაზე და ძალადობაზე გადასულიყვნენ. 

ავტორი: ნინი ბალანჩივაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი