"ვინ არიან ლაჩრები?" - მებრძოლები და გმირების ოჯახები პასუხს და ბოდიშს ითხოვენ

გამოქვეყნდა:

"ლაჩრულად წაგებული ომი" -  აჭარის მთავრობის მეთაურის ეს სიტყვები, ყველაზე შეურაცხმყოფელი სწორედ 2008 წლის ომის მონაწილეებისა და ამ ომში დაღუპულ გმირთა ოჯახებისთვის იყო - "მამაჩემი არ იყო ლაჩარი!" - ასე პასუხობენ დაღუპული გმირების შვილები ,,ქართულ ოცნებას.''

შეურაცხყოფილი ოჯახები, აჭარის მთავრობის მეთაურისგან ბოდიშს ელოდებიან. ვინ არიან ლაჩრები? ამ კითხვაზე პასუხს ითხოვენ მმართველი გუნდისგან გენერლები და მებრძოლები. ამბობენ, რომ ასეთ შეურაცხყოფას არავის აპატიებენ. მათი აზრით ასეთი ანტისახელმწიფოებრივი განცხადებების გამო, ნებისმიერმა საჯარო პირმა თანამდებობა უნდა დატოვოს.

 გაირკვა ისიც, რომ ოკუპაციის მუზეუმში, 2008 წლის  მოვლენების ამსახველი ვიდეორგოლი აღარ გადის.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი