აბსურდის თეატრი მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლისთვის - მილიონების გათეთრებაზე ბრალდებულ ბიზნესმენებს მოსამართლე დღეს ოჯახური მდგომარეობის, შვილების რაოდენობის, საცხოვრებელი მისამართის შესახებ უსვამდა კითხვებს.
მოსამართლე ნატო ხუჯაძემ სამივე ბრალდებულს უთხრა, რომ ფულის გათეთრება ედებათ ბრალად და 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
არც ხაზარაძე, არც ჯაფარიძე და არც წერეთელი ბრალს არ აღიარებენ. ამბობენ, რომ ამ ორკესტრირებული შეტევის დირიჟორმა ბიძინა ივანიშვილმა, რომელმაც ყველა იმ ადამიანის ციხეში გაშვება გადაწყვიტა, ვინც ფიქრობს, რომ ოლიგარქი საქართველოში დიქტატურას ამყარებს.
ხაზარაძე-ჯაფარის საქმით ხელისუფლება არა მხოლოდ მსხვილი ბიზნეს ჯგუფის განეიტრალებას, არამედ ქართული მედია სივრცის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული ტელევიზიის TV პირველის გაჩუმებასაც ცდილობს, სწორედ ავთანდილ წერეთლის ოჯახს ეკუთვნის.
ყველა, ვინც დღეს ბრალდებულის სკამზე იჯდა, დარწმუნებულია, რომ მათი საქმე ხელისუფლებამ 2020-ის არჩევნების წინ თეთრი ძაფით შეკერა, რადგან გაანადგუროს ხაზარაძის პოლიტიკურ პარტია, როგორც კონკურენტი, და გააჩუმოს TV პირველი.
დღევანდელ წინა სასამართლო სხდომაზე მხარეებს მტკიცებულებები უნდა წარედგინათ, აღმოჩნდა, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატების მიერ მოპოვებული ყველაზე მყარი და მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, რომელსაც დაცვის მხარის მთავარი სტრატეგია ეყრდნობა, პროკურატურისთვის მიუღებელია.
მტკიცებულებების წარდგენას, რომლის გაბათილებაც დღეს პროკურატურამ მოითხოვა, სახელმწიფო ბრალმდებელი ორგანო თავად ითხოვდა. სწორედ ამიტომ მამუკა ხაზარაძის თანამოაზრეებისა და თანაგუნდელებისთვის პროკურატურის დღევანდელი გადაწვეტილება ცინიკური, უსამართლო და არა პროფესიონალურია.
პროკურატურის შუამდგომლობა მთავარი მტკიცებულებების დაუშვებლობის შესახებ სასამართლოს ჯერ არ დაუკმაყოფილებია. მოსამართლე ნატო ჩუბინიძემ გადაწყვეტილების მიღება გადადო და სხდომა 25 ოქტომბერს ჩანიშნა.