
უკრაინის შსს-ს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ, კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 31.
"16 ადამიანი დაიღუპა: 14 ხერსონის ოლქში და 2 ნიკოლაივის რაიონში. 31 ადამიანი დაკარგულად ითვლებადატბორილია 1 300 სახლი. მათგან 1 274 ხერსონის ოლქში მდებარეობს , ხოლო 26 ნიკოლაივის რეგიონში. ამ ტერიტორიებიდან.. სულ 3614 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის 474 ბავშვი და 80 შეზღუდული შესაძლებლობის მქონიე პირი" - წერია უწყების განცხადებაში
შეგახსენებთ, 6 ივნისის ღამეს ოკუპანტებმა კახოვკას ჰესის კაშხალი ააფეთქეს. დაიტბორა ათობით დასახლებული პუნქტი. ხერსონის ოლქის ოკუპირებულ მარცხენა სანაპიროზე რუსები ხალხს ევაკუაციის საშუალებას არ აძლვდნენ. გარდა ამისა, ჰესის აფეთქებამ ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვია.