​ბლინკენი პეკინში ჩავიდა - ის პირველი ამერიკელი დიპლომატია, რომელიც ჩინეთს ბოლო 5 წლის განმავლობაში ეწვია

გამოქვეყნდა:

შეერთებული შტატების მდივანი, ენტონი ბლინკენი ორდღიანი ვიზიტით პეკინში ჩავიდა. ბლინკენს შეხვედრები ექნება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და საგარეო პოლიტიკის მაღალჩინოსანთან.

უცნობია შედგება თუ არა შეხვედრა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან.

თითქმის 5 წლის განმავლობაში, ეს ჩინეთში ამერიკელი დიპლომატის პირველი ვიზიტია.

BBC ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრების მთავარი მიზანი უკიდურესად დაძაბული ურთიერთობების სტაბილიზაციაა.

მედიის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე არცერთი მხარე ელოდება რაიმე მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევას.

ბლინკენი ჩინეთში ვიზიტს ჯერ კიდევ თებერვალში გეგმავდა, თუმცა აშშ-ს საჰაერო სივრცეში სავარაუდოდ ჩინური ჯაშუშური ბუშტის ჩამოგდების შემდეგ, შეხვედრები გაუქმდა.

ამერიკელი ოფიციალური პირები ამბობენ, რომ ახლანდელი შეხვედრების მთავარი მიზანია, მაღალი დონის კომუნიკაციის ხაზების ხელახლა გახსნა და ურთიერთობების სტაბილიზაცია, რომელიც საჰაერო ბურთის ინციდენტის შემდეგ დაიძაბა.

რაც შეეხება ჩინეთის მხარეს, ის ეჭვებს გამოთქვამს, რომ აშშ-ს ურთიერთობების გამოსწორება გულწრფელად სურს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი