ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ინფორმაციით, უკრაინული ძალები კონტრშეტევით მოქმედებებს ფრონტის, სულ მცირე, ოთხ სექტორში აგრძელებენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და სხვა რუსული წყაროები ირწმუნებიან, რომ უკრაინულმა ძალებმა ადგილობრივი სახმელეთო შეტევები განახორციელეს კრემენაიას დასავლეთით და სამხრეთით.
გარდა ამისა, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა, რომ უკრაინა კონტრშეტევით ოპერაციებს ბახმუტთან აგრძელებს, რუსული წყაროები კი წერენ, რომ უკრაინელი ჯარისკაცები თავს დაესხნენ ბახმუტის ჩრდილო და სამხრეთ გარეუბნებს.
ISW ასევე წერს, რომ უკრაინულმა ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაციები განახორციელეს ორიხივის სამხრეთ-დასავლეთით და დასავლეთ ზაპოროჟიეს ოლქში.
მალიარი აღნიშნავს, რომ უკრაინული ძალები სამხრეთ უკრაინაში რამდენიმე დაუზუსტებელი მიმართულებით 2 კილომეტრამდე დაწინაურდნენ.