ბრაზილიაში ციკლონს სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 4 თვის ჩვილიცაა. უცხოური მედიის ცნობით, 20 უგზო-უკვლოდ დაკარგულის საპოვნელად სამძებრო-სამაშველო ოპერაციები მიმდინარეობს. უსაფრთხოების მიზნით 8 000-მდე პირია ევაკუირებული.
სტიქია თავს ქვეყნის სამხრეთით მდებარე რიოგრადე-დო-სულის შტატს დაატყდა. ყველაზე მძიმე დარტყმა ქალაქ კარას მიადგა. ძლიერ ქარს თან გადაუღებელი წვიმა ახლდა, რამაც ტერიტორიების დატბორვა გამოიწვია.