რადიკალური დაჯგუფების წევრებმა "ფექთორი თბილისის" ტერიტორია დატოვეს. შესაბამისად, "ფრანკლინის კლუბის" 2-წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ღონისძიებაზე ახლა სიტყვით პოლიტიკური პარტიების წევრები გამოდიან და დამსწრე საზოგადოებას მიმართავენ.
მოძალადეების მისვლის შემდეგ, შენობის გარე პერიმეტრზე სამართალდამცველების მობილიზება იყო.
პოლიცია ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც ძალადობრივი რადიკალური დაჯგუფების ხელმძღვანელმა ვატო შაქარიშვილმა სოციალურ ქსელში დააანონსა და დაწერა, რომ მათი მორიგი სამიზნე სწორედ "ფრანკლინის კლუბი" და "კოკა-კოლა" იქნებოდნენ.