"არცერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ იქ იყო ძალადობრივი ქმედება", - ამის შესახებ ძალადობრივი რადიკალური დაჯგუფების ხელმძღვანელი ვატო შაქარიშვილი ამბობს და 17 ივნისს, "გირჩი - მეტი თავისუფლების" ბანაკზე თავდასხმას ეხმაურება.
"არანაირი ძალადობა. ტყუილია. თქვენ თუ 10-ჯერ იტყვით კვერცხზე ქვას, ის ქვა არ გახდება. იმიტომ რომ თქვენ მაგის ძალა არ გაქვთ, არცერთი ფაქტი, არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ იქ იყო ძალადობრივი ქმედება. მაგრამ, განსხვავებით ამისგან, განახებთ, ეს ხალხი რას აკეთებდა 7-8 მარტს, როგორ ესროდა პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებს, როგორ ცდილობდა ცეცხლი გაეკიდებინა პარლამენტის შენობისთვის და როგორ მიატოვეს იმ ლიდერებმა, ვინც ეხლა მოჰყავთ აქ ე.წ. სპიკერებად. იმ ადამიანებმა წაიყვანეს ბავშვები, ახალგაზრდები წაიყვანეს პროვოკაციაზე, შემდეგ მიატოვეს და ერთი სული ჰქონდათ, როდის დაიღუპებოდა ვინმე. აი, ამ ხალხთან გვაქვს საქმე და ის, რომ ეს ესე ვეღარ გაგრძელდება, ამის სათქმელად მოვედით აქ. აი, ამ ხალხთან გვაქვს საქმე და ის რომ ეს ესე ვეღარ გაგრძელდება, ამის სათქმელად მოვედით აქ,"- ამბობს ძალადობრივი დაჯგუფების მეთაური.
იხილეთ ასევე: