"გვექნება შეხვედრები სტრატეგიულ ცენტრებში" | შალვა ნათელაშვილი აშშ-ში გაემგზავრა

გამოქვეყნდა:

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში ის შეხვედრებს კონგრესში გამართავს. როგორც შალვა ნათელაშვილი ამბობს, პარტნიორებთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ოლიგარქი ივანიშვილის სანქცირების საკითხი იქნება.

"კარგად მოგეხსენებათ, რომ ოლიგარქიული დიქტატურის თავიდან მშვიდობიანად მოცილება შესაძლებელია საერთაშორისო სანქციების გზით, რის თაობაზეც ბრძოლა ლეიბორისტულმა პარტიამ დაიწყო, ჯერ კიდევ 10 წლის წინ და ეს ვიზიტი არის აღნიშნული პროცესის დაგვირგვინება. ივანიშვილის სანქცირება უკვე იქცა მსოფლიო პოლიტიკურ მოთხოვნად. ჩვენ გექნება შეხვედრები აშშ-ს სტრატეგიულ ცენტრებში და ვფიქრობ, რომ ძალიან მალე საქართველო გათავისუფლდება ამ უბედურებისგან, რასაც წარმოადგენს მმართველი სისტემა და რომელმაც კატასტროფამდე მიიყვანა ჩვენი სახელმწიფოებრიობა", - თქვა ნათელაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი