რუსეთში, ბრიანსკის ოლქში მშენებარე სამხედრო ჰოსპიტალი იწვის. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უნიანი" ტელეგრამზე ავრცელებს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ხანძარი მასშტაბურია, რადგან კვამლი ბრიანსკის ყველა რაიონიდან ჩანს.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი და დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.