ასტანაში ბანკზე თავდამსხმელი დააკავეს, მძევლები კი გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში, ერთ-ერთ ბანკზე თავდამსხმელი დააკავეს, მძევლები კი გაათავისუფლეს. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შეგახსენებთ, რომ ასტანაში, შეიარაღებული პირი ბანკშიდღეს დილით შეიჭრა და მძევლების მოკვლით იმუქრებოდა. თავდამსხმელი მოითხოვდა, ბანკში არსებული თანხები გაჭირვებული მოქალაქეებისთვის გადაერიცხათ.

​როგორც ადგილობრივი მედია წერს, თავდამსხმელი 30 წლის მამაკაცია, რომელიც რამდენჯერმე იყო ნასამართლევი. სამართალდამცველებს მის დასაკავებლად ერთი საათი დასჭირდათ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი