სუდანის დედაქალაქ ხარტუმში, საჰაერო თავდასხმის შედეგად სულ მცირე 17 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ხუთი ბავშვი, დაიღუპა.
როგორც უცხოური მედია, სუდანელი აქტივისტებზე დაყრდნობით წერს, თავდასხმის შედეგად ასევე დაშავდა 11 ადამიანი.
სუდანის არმიას თავდასხმასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენდარი არ გაუკეთებია. შეგახსენებთ, რომ სუდანში სამოქალაქო ომია. ქვეყნის არმიასა და გასამხედროებული დაჯგუფება, "სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო.