ფილიპინების სამგზავრო გემს ცეცხლი გაუჩნდა | არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ფილიპინების სამგზავრო გემს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ ''ესპერანსას ვარსკვლავი'' პროვინციებს შორის გადაადგილდებოდა, როცა ხანძარი გაუჩნდა. შემთხვევა კუნძულ ბოჰოლთან მოხდა. 

ოფიციალური პირების განცხადებით, ბორტზე 120 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად ბევრი მათგანი დაშავდა. როგორც ინფორმაციის წყარო იუწყება, ადგილობრივმა მაშველებმა ცეცხლის ჩასაქრობად წყლის ჭავლიც გამოიყენეს. 

ხანძრის გაჩენის მიზეზები ამ დრომდე უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი