ალექსეი ნავალნის 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება | მოსკოვში მისი მორიგი პროცესი დღეს გაიმართება

გამოქვეყნდა:

ალექსეი ნავალნის 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება. უცხოური მედიის ინფორმაციით, ორშაბათს, მოსკოვის საქალაქო სასამართლო რუსი ოპოზიციის ლიდერის ალექსეი ნავალნის წინააღმდეგ ახალი საქმის განხილვას დაიწყებს. მას შვიდი ბრალდება, მათ შორის „ექსტრემიზმი“ აქვს წაყენებული.

სასამართლო პროცესი გაიმართება სასჯელაღსრულების კოლონიაში, მოსკოვის აღმოსავლეთით, ვლადიმირის რეგიონში, სადაც ოპოზიციონერი ცხრაწლიან სასჯელს თაღლითობისა და სასამართლოს უპატივცემულობისთვის უკვე იხდის. 

თავად ნავალნიმ განაცხადა, რომ ახალი ბრალდებით მას 30 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მისი თანამოაზრეებს მკაცრი განაჩენის ეშინიათ. 

„ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სასამართლო პროცესი შედარებით სწრაფად დასრულდება და ალექსეის  წარმოუდგენელი თავისუფლების აღკვეთა, დაახლოებით 30 წელი, ნამდვილად მიესაჯება'' - განაცხადა ნავალნის სპიკერმა კირა იარმიშმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი