მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომის გმირებს იხსენებენ

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის მთავარი მიზანი მაშინ იყო საქართველოს ევროატლანიტკურ გზაზე დამუხრუჭება, საქართველოს სუვერენული საგარეო პოლიტიკის გადამისამართება მოსკოვზე და თუ ამას მოახერხებდა მისი შეიარაღებული ძალები, ჩვენი სახელმწიფოებრიობის განადგურება - აცხადებს "ენმ"-ს ერთ ერთი ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე აგვისტოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით.

ვაშაძემ თანაპარტიელებთან ერთად მუხათგვერდის სასაფლაოზე ომში დაღუპული ჯარისკაცების საფლავები მოინახულა. 

მისი თქმით, ქართველი სამხედროების გმირული თავდადებით, ქართველი ერისა და მოკავშირეების დახმარებით, რუსეთმა თავი მიზანს ვერ მიაღია.

12 წლის წინანდელ გმირობებს დღეს დაღუპული ჯარისკაცების მშობლებიც იხსენებდნენ და ამბობდნენ, რომ მათი შვილების თავგანწირვამ მაშინ ქვეყანა და სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა.

მუხათგვერდში მივიდნენ "ევროპული საქართველოს" ლიდერებიც. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ომი ახლაც გრძელდება, მავთულხლართები ყოველდღიურად ფართოვდება, საოკუპაციო ხაზიდან იტაცებენ ადამიანებს და ამ ყველაფრის წინააღმდეგ ბრძოლაში, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ყველა ერთიანი უნდა იყოს. 

პუტინის რუსეთი არის საქართველოს მტერი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ შემდეგში ფართომასშტაბიანი ომი, მაგრამ პირველ რიგში, თავიდან ავიცილოთ საფრთხე ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის და თავისუფლებისთვის - ამბობს გიგა ბოკერია.

2008 წლის აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი გავიდა. 12 წლის წინ ამ დღეს, 7 აგვისტოს როკის გვირაბის გავლით საქართველოში რუსული არმია შემოიჭრა და ომი დაიწყო.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი