"ქართული ოცნების" ანტიდასავლური პოლიტიკა | რატომ არ მოგვცემს ევროკავშირი კანდიდატის სტატუსს

გამოქვეყნდა:

იმას, რასაც ბოლო დღეებია "ქართული ოცნების" პარტიული მოძალადეები და ზონდერ ჯგუფები აკეთებენ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ, შედარებით უფრო ცივილიზებული ფორმებით, ჰალსტუხებითა და საქმიანი პორტფელებით აკეთებენ "ოცნების "ლიდერებიც საკუთარი კომფორტული კაბინეტებიდან.

ქვეყნისათვის მომავლის წართმევის ტოლფასია ის ანტიდასავლური პოლიტიკა, რომელსაც ბოლო ერთი წელია ივანიშვილის გუნდი უკვე დაუფარავად დაადგა. შესაძლებლობების უნიკალური ფანჯარა, რომელიც რეგიონის გეოპოლიტიკურმა ძვრებმა მოიტანა, მართლაც ისტორიულ შანსს აძლევს ჩვენს ქვეყანას, საბოლოოდ დაიმკვიდროს თავი მსოფლიო თანამეგრობობაში, როგორც სრულფასოვანმა სახელმწიფომ - შემდგარი დემოკრატით, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური წარმატების მყარი გარანტიებით.

მაგრამ ეს ფანჯარა ადრე თუ გვიან დაიხურება. იმის მაგივრად, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდი ამ შესაძლებლობების რეალიზებით იყოს დაკავებული, ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ საპირისპიროს. ვხედავთ ქმედებებს, რასაც რეალურად მავნებლობა და ღალატი ჰქვია, საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის. თუკი კიდევ ერთხელ გადავხედავთ, რას აკეთებს ხელისუფლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, აღმოვაჩენთ, რომ თითქმის ყველა მოთხოვნას პასუხისმგებელი პირები მიზანმიმართულად აზიანებენ.

რასაც ლოგიკურად ერთადერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს ივანიშვილის რეჟიმის მიზანია, ქვეყანამ არ მიიღოს ეს სტატუსი და საბოლოოდ რუსული ჭაობისთვის აღმოჩნდეს განწირული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი