მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ბრუნდება | შედგება თუ არა ოპოზიციური ერთობა

გამოქვეყნდა:

გასულ კვირას მიხეილ სააკაშვილმა ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ გააკეთა განცხადება. რამაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია ოპოზიციის რიგებშიც კი. ხომ არ გახდება ეს ნაბიჯი "ოცნებისთვის" კიდევ ერთი ინსტრუმენტი პოლარიზაციის გასაღრმავებლად, ხომ არ გამოიყენებს ხელისუფლების პროპაგანდა სააკაშვილის ფაქტორს ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ, და ა.შ.

კითხვა შეიძლება ბევრი გაჩნდეს და უნდა გაჩნდეს კიდეც. მაგრამ საიდანაც არ უნდა შევხედოთ დღევანდელ მოცემულობას, საკითხი იმაზე უფრო მარტივად დგას, ვიდრე ოდესმე. დღეს ქვეყანას მართავს ხელისუფლება, რომელიც მზად არის ქვეყანა ოკუპანტს ჩააბაროს, რომელიც თავისუფლებას ყიდის ფულზე, რომელიც ჩვენს შვილებს ართმევს მომავალს, რომელიც წამსვლელია სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებაზე და რომელიც ლაჩრებს უწოდებს იმ გმირებს, რომლებიც საკუთარი სისხლის ფასად იცავდნენ თავიანთ სამშობლოს და თითოეული ჩვენგანის სიცოცხლეს. რატომ არის ახლა ერთობის დრო და რას ცვლის სააკაშვილის განცხადება პოლიტიკაში დაბრუნების თაობაზე - იხილეთ დავით აბრამიშვილის რეპორტაჟი.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი