რუსეთმა გასულ დღეს 630 სამხედრო, 18 საარტილერიო სისტემა და ვერტმფრენი დაკარგა - უკრაინის გენშტაბის მონაცემები

გამოქვეყნდა:

უკრაინის ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 2022 წლის 24 თებერვლიდან ამ წლის 19 ივნისამდე პერიოდს.

უწყების ცნობით, გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელებმა გაანადგურეს მტრის ვერტმფრენი, 18 საარტილერიო სისტემა, 12 უპილოტო საფრენი აპარატი და 6 ჯავშანტექნიკა, ცოცხალი ძალის დანაკარგი დაახლოებით 630 იყო.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ 

ჯარისკაცი - დაახლოებით - 220 450;
​ტანკი - 3 989;
ჯავშანტექნიკა - 7 735;
საარტილერიო სისტემა - 3 865;
სარაკეტო სისტემა - 610;
საზენიტო საბრძოლო სისტემა - 370;
თვითმფრინავები - 314;
ვერტმფრენი - 305;
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 3 383;
საკრუიზო რაკეტები - 1 211;
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 6 613;
გემი/ნავი/კატარღა - 18;
​სპეციალური აღჭურვილობა - 526.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი