რუსეთის ბელგოროდის ოლქი ძლიერი ცეცხლის ქვეშ იყო

გამოქვეყნდა:

რუსული ტელეგრამ-არხები ავრცელებენ ცნობებს, რომ ბელგოროდის ოლქი ძლიერი ცეცხლის ქვეშაა. "ბაზა" წერს, რომ სროლაა ქალაქ ვალუიკიში, სადაც ქალაქის მცხოვრებლები სარდაფებში იმალებიან. არსებული ცნობებით, დაშავდა 7 ადამიანი, დაზიანდა 5 კორპუსი, 4 კერძო სახლი. 

რეგიონის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა მომხდარში უკრაინის შეაირაღებული ძალები დაადანაშაულა. 

"ბაზა" ამბობს, რომ გარდა ქალაქ ვალუიკისა, ცეცხლის ქვეშ იყო დასახლებები გრაფოვკა და დემიდოვკა. ამ დასახლებებში მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი