პარტიულ ორგანიზაციაში თუ ხდება მესიჯების ჩაშლა პრობლემაა? - კობახიძე "მთავარის" მიერ მოპოვებულ მიმოწერაზე

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე "მთავარი არხის" მიერ მოპოვებულ მიმოწერასთან დაკავშირებით, რომელშიც საჯარო მოხელეები ფიგურირებენ, ამბობს, რომ პრობლემაა არაა პარტიულ ორგანიზაციაში "მესიჯების ჩაშლა". 

საუბარია ახალციხის "ვოთსაფის" ჩათზე, სადაც ჩანს როგორ აძლევენ მითითებებს მოხელეებსა და მხარდამჭერებს, ვინ გააკრიტიკონ სოციალურ ქსელში, რა პოსტი გააზიარონ, ვინ "გააშავონ". ჯგუფს ია დალალიშვილი წარმართავს, რომელიც თავადაც ახალციხის მერიაში მუშაობს, ასევე, აქტიურობს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით ტაბატაძე.

​"და რა? და რა? პარტიულ ორგანიზაციაში თუ ხდება მესიჯების ჩაშლა პრობლემაა? პირიქით, ეს ნიშნავს, რომ ახალციხის ორგანიზაცია ეფექტურად მუშაობს," - აცხადებს კობახიძე. 

ასევე ნახეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი