ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს - აზარაშვილი

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ღვიძლის ტრანსპლანტაციას, სახელმწიფო, სრულად, 120 000 ლარით დააფინანსებს. მინისტრის განმარტებით, სიახლე მხოლოდ დაფინანსების წესს შეეხება და სხვა მხრივ, პროგრამა უცვლელი რჩება.

"ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში 120 000-ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 000 ლარით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად დავაფინანსოთ რადგან, ხშირ შემთხვევაში ისეთ სეგმენტს ეხება, სადაც რთულია დარჩენილი 50 000 ლარის მობილიზება. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება სრულად დავაფინანსოთ ოპერაციის ხარჯები, როგორც დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული, ასევე, ოპერაციასთან დაკავშირებული", - თქვა აზარაშვილმა. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი