"კატეგორიულად ვგმობ ზურა ჯაფარიძეზე გახშირებულ ძალადობრივ თავდასხმებს" | მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

"კატეგორიულად ვგმობ ზურა ჯაფარიძეზე გახშირებულ ძალადობრივ თავდასხმებს", - წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მისი თქმით, ზურა ჯაფარიძეზე შეტევა სტუდენტობაზე საერთო შეტევის ნაწილია.

"კატეგორიულად ვგმობ ზურა ჯაფარიძეზე გახშირებულ ძალადობრივ თავდასხმებს. ზურა ყელში ეჩხირება რუსულ ხელისუფლებას, ვინაიდან მას აღმოაჩნდა ახალგაზრდობის მობილიზაციის განსაკუთრებული ნიჭი.

ზურაზე შეტევა არის სტუდენტობაზე საერთო შეტევის ნაწილი. საზოგადოებამ უნდა ისწავლოს არა მხოლოდ პროტესტის გამოთქმა, არამედ სწრაფი მობილიზაცია და თავისი უფლებების დაცვა.

თავს ესხმიან ზურას? - ყველა უნდა დავუდგეთ გვერდში. სცემენ ჩვენს შვილებს? - მამებმა უნდა შევუბრუნოთ ხელი. ჩვენ ბევრად მეტი და ბევრად უფრო ძლიერები ვართ!" - წერს მიხეილ სააკაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი