"ნაციონალური მოძრაობა" რეგიონებში მაჟორიტარ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციებს აგრძელებს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, 99%-ის ის კენჭს ქუთაისში იყრის, რაც შეეხება დევი ჭანკოტაძეს, ის სავარაუდოდ, წყალტუბო-სამტრედია, ვანი-ხონის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.
სანამ პარტია არ დამასახელებს ოფიციალურად, ოფიციალური არაფერი არ არის, მაგრამ 99 პროცენტით მე ქუთაისში ვიყრი კენჭს. ჩვენ, თუ ჩვენ თანამემამულეებს არ დაველაპარაკეთ, რა იქნება ის სწრაფი, ეფექტური რეფორმები, რომლებიც დღევანდელ კრიზისს შესაძლებლობად გადააქცევს წარმატებული კამპანია არ გამოგვივა, - თქვა გრიოგოლ ვაშაძემ.
რაც შეეხება სამგორში "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატს, ლევან ხაბეიშვილის თქმით, ის კონკურენტად კონკრეტულ პიროვნებას ვერ განიხილავს და ამბობს, რომ ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ის პრობლემებია, რომლებიც მოქალაქეებს აწუხებს.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილების შემდეგ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველმა ქვეყნის მასშტაბით 30 მაჟორიტარი უნდა აირჩიოს - მათგან 22 რეგიონებში, რვა კი თბილისში.
"ლეიბორისტული პარტიის" მაგიდის ირგვლივ გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ექვს მაჟორიტარულ ოლქში საერთო კანდიდატები 19 ივნისს წარადგინა. სია ასეთა:
დიდუბე-ჩუღურეთისა და საბურთალოს ოლქებში წარსადგენ კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები კი ამ დრომდე გრძელდება. პარალელურად, ამ ოლქებში საკუთარი კანდიდატურის დაყენება უკვე გადაწყვიტეს და ეს საჯაროდაც გამოაცხადეს ანა დოლიძემ - დიდუბის ოლქში, თაკო ჩარკვიანმა კი საბურთალოზე.