"დღეს თუ ვინმემ დაგირეკათ "ქართული ოცნების" სახელით, არაფერი არ უპასუხოთ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ახალციხის "ვოთსაფის" ჩატის ადმინისტრატორი ია დალალიშვილი ჯგუფის წევრებს წერს.
"მეგობრებო, ვითხოვ თქვენს ყურადღებას!!! დღეს თუ ვინმე დაგირეკავთ ქართული ოცნების სახელით, არაფერი არ უპასუხოთ, ჩატზე რამე მსგავსი თუ გკითხეს, აზრზე არ ხართ არანაირ ჩატთან დაკავშირებით!!! დამატებით ინფორმაციას გადამოწმების შემდეგ გაგაცნობთ", - წერს ის.
მიმოწერის დროით ირკვევა, რომ ეს მოწოდება ჩატში მას შემდეგ გაკეთდა, რაც "მთავარი არხის" ეთერში, 15:00-საათიან გამოშვებაში გავიდა ინფორმაცია, რომ "მთავარმა" მოიპოვა "ვოთსაფის" მიმოწერა, სადაც ჩანს როგორ იყენებს "ოცნება" საჯარო მოხელეებს ტროლ-ბოტებად.
ცნობილია, რომ ჯგუფს სწორედ ია დალალიშვილი წარმართავს, რომელიც თავადაც ახალციხის მერიაში მუშაობს. ის თანამშრომლებს დეტალურ მითითებებს აძლევდა "ქართული ოცნების" ლიდერების რომელი პოსტი გაეზიარებინათ, ვის მიმართ გამოეხატათ გაბრაზება, ვისთვის დაეცინათ და აშ..
ჯგუფში გაწევრიანებულები არიან:
გამოიკვეთა, რომ ჯგუფში ცდილობენ "მაკდონალდს საქართველოს" პრეზიდენტის თემურ ჭყონიას "გაშავებას", ხოლო, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძისა და აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებები წევრებმა უნდა მოიწონონ.
"მთავარმა არხმა" დაურეკა დავით ტაბატაძეს, რომელიც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილეა და ჯგუფში საკმაოდ აქტიურობს. მას თბილისში ჩამოსვლა ვთხოვეთ პარტიის სათავო ოფისში. ჟურნალისტი რესპონდენტებს გაეცნო, როგორც მამუკა მდინარაძის თანაშემწე. იგივე მოტივით დავრეკეთ ია დალალიშვილთანაც.
ია დალალიშვილი - მარტო ვარ დღეს სამსახურში, შვებულებაშია თანამშრომელი, აუცილებლად უნდა ვიყო დღეს?
ჟურნალისტი - ახალი მესიჯბოქსია შესათანხმებელი ამ მოვლენებიდან გამომდინარე რაც მხოდა, პირისპირ სურს მას საუბარი.
დალალიშვილი - სად უნდა მოვიდეთ?
ჟურნალისტი - სათავო ოფისში. იქამდე ერთი თხოვნა, ეს ჩათებშიც დაიწერება რამდენიმე წუთში, ბიძინა ივანიშვილის ფოტო დაიდო გუშინ სხვადასხვა გვერდებზე, მათ შორის "ლიდერი 41" ხომ იცით გვერდი?! იქ რომ დავწეროთ ასეთი რამ, რომ ბიძინა ივანიშვილი სჭირდება ქართულ პოლიტიკას. [...] შინაარსი ეს რომ იყოს, თუ გინდათ სხვადასხვა სიტყვებით. დაწერთ ხომ?
- დიახ, კიბატონო. ფოტო არის და ფოტოზე გავაკეთოთ შესაბამისი კომენტარი ხომ?
- კი. და უთხარით საკრებულოშიც, მერიაშიც თქვენ თანამშრომლებს, რომ ეს არის ახალი დავალება.
- კიბატონო.