ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები "ტიტანიკის" ფრაგმენტების სანახავად მიჰყავდა

გამოქვეყნდა:

ატლანტის ოკეანეში გაუჩინარდა წყალქვეშა ნავი, რომელსაც ტურისტები ჩაჰყვადა 1912 წელს ჩაძირული ცნობილი გემის, "ტიტანიკის" ფრაგმენტების დასათვალიერებლად.

ამერიკული და კანადური მხარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ატარებს.  ნავი 18 ივნისს გაუჩინარდა კანადის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროსთან.

აშშ-ს სანაპირო დაცვამ თქვა, რომ ბორტზე ერთი ლოცმანი და ოთხი მგზავრი იმყოფებოდა და რომ გემს შეეძლო 70-დან 96 საათამდე ყოფილიყო წყალქვეშ.  ბიზნესმენი ჰამიშ ჰარდინგი ერთ-ერთი მგზავრია, ნათქვამია კომპანია Action Aviation-ის სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ პოსტში.

წყალქვეშა ნავმა დაკარგა კონტაქტი Polar Prince-ის ეკიპაჟთან, დამხმარე გემთან, რომელმაც ნავი ადგილზე გადაიყვანა, 1 საათისა და 45 წუთის შემდეგ მისი ჩაშვებიდან, აცხადებენ ოფიციალური პირები, მაგრამ გაურკვეველი იყო ის ისევ წყალქვეშ იმყოფებოდა, თუ ზედაპირზე და ვერ ახერხებდა კონტაქტზე გასვლას. 

ორშაბათს, აშშ-ს სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ყველა აქტივობას ატარებს ნავის მოსაძებნად, მაგრამ ძალისხმევას ართულებს ამინდი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი