დროს ნუღარ დაკარგავთ გვარამიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს უკვე შეთანხმებულია - მაჭარაშვილი

გამოქვეყნდა:

მე მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ნუღარ გაირჯებით, დროს ნუღარ დაკარგავთ გვარამიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ეს უკვე შეთანხმებულია ქართველ ხალხშიც და მათ შორის, პარტნიორებში, რომ ნიკა გვარამია არის თავისთვის, იხდის სასჯელს და არ წარმოადგენს ევროინტეგრაციას. ევროპარლამენტარებს თუ გულისხმობთ, ევროპარლამენტარებს ველოდებით მიშას სურათებით საქართველოში იუსტიციის მინისტრთან, ჩამობრძანდნენ და აქ რომ დაახვედრებს იუსტიციის მინისტრი სტრასბურგის გადაწყვეტილებას, აი მერე ნახავენ რამდენად სწორი იყო ის სურათები რომ გამოფინეს ევროპარლამენტში. იგივე იქნება გვარამიასთან დაკავშირებით.

უთხრა ჟურნალისტებს "ოცნებას" გამოყოფილმა მაჭარაშვილმა, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ნიკა გვარამიას სარჩელი არ დააკმაყოფილა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი