
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი ამბობს, რომ მტერი ადვილად არ დანებდება და ყველას უნდა ესმოდეს, რომ წინ რთული ბრძოლა იქნება.
"უნდა გესმოდეთ, რომ მტერი ადვილად არ დანებდება. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა. რეალურად, ეს არის ის, რაც ახლა ხდება", - თქვა მალიარმა.
მან თქვა, რომ უკრაინელ სამხედროებს უჭირთ სამხრეთში წინსვლა მტრის წინააღმდეგობის გამო. ამავდროულად, ის ამბობს, რომ უკრაინის ჯარები მიდიან ისე, როგორც უნდა წასულიყვნენ და რომ "ყველაზე დიდი შედეგები ჯერ წინ არის".
მალიარმა აღნიშნა, რომ არ ღირს სამხედროების წარმატების მხოლოდ კილომეტრებით ან გათავისუფლებული დასახლებებით გაზომვა, ვინაიდან ოპერაციას აქვს რამდენიმე ამოცანა, რომლებიც უკვე ხორციელდება.