
"ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ამბობს, რომ ძალაობა მათი მხრიდან წახალისებული არაა და ვერც ანტიდასავლური განცხადებების მაგალითს ვერ მოუყვანენ. მას ჟურნალისტმა ჰკითხა ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ქვეყანას შეუშლის თუ არა ხელს მმართველი გუნდის წევრების მხრიდან ანტიდასავლური განცხადებები და წახალისებული ძალადობა.
"თქვენ ვერ მომიყვანთ ვერცერთ ანტიდასავლურ განცხადებას, ვერ მომიყვანთ რა ძალადობის ფაქტებზე საუბრობთ საერთოდ და რომელ ძალადობის ფაქტს ახალისებს ქართული ოცნება. ზოგადად ძალადობა კატეგორიულად მიუღებელია, მე ამასთან დაკავშირებით გუშინაც ვისაუბრე, ვისი მხრიდანაც არ უნდა იყოს ეს, რაც არ უნდა განსხვავებული აზრის მოსმენა გვიწევდეს, ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანას ვაშენებთ და პასუხად ძალადობა არ უნდა ხდებოდეს", - თქვა კალაძემ.
მან თქვა, რომ ძალადობას ყველა ერთად უნდა ებრძოლოს. კალაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ როდესაც პოლიციელს "მოლოტოვის კოქტეილს" ესვრი, ოპოზიციას კი აქვს მცდელობა გმირად შეგრაცხოს, ეს ძალიან დამაზიანებელია.