"სწორი უქნიათ თუ არ მივიდნენ" - კალაძე მისი მოადგილეების საკრებულოში არმისვლაზე

გამოქვეყნდა:

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის თქმით, სწორი იყო მერის მოადგილეების გადაწყვეტილება, რომლებიც საკრებულოში ენმ-ს ფრაქციის სხდომაზე არ მივიდნენ. 

სხდომაზე ოპოზიციას კითხვები ჰქონდა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.

კახა კალაძის თქმით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და "უნიჭო შოუებში" მონაწილეობას მერიის არცერთი თანამშრომელი აპირებს.

"სწორი უქნიათ თუ არ მივიდნენ. მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას, რადგან ამ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიების ფარგლებში თუ რამე კითხვები არსებობს, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც ამ საკითხით მანიპულირებას ცდილობენ, საერთოდ არ აინტერესებთ ადამიანების ბედი, ადამიანების ჯანმრთელობა, მათი მთავარი მიზანია როგორმე რაღაც მოაწყონ, შოუ გააკეთონ, ჩვენ ამის შესაძლებლობას არავის მივცემთ. მიმდინარეობს გამოძიება, თუ საჭირო გახდება გამოძიებიდან გამომდინარე, რომ ვინმე დასაკითხი იყოს, ვინმეს კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწიოს, ამისთვის ჩვენი ნებისმიერი თანამშრომელი მზადაა, თუმცა ამ უნიჭო შოუებში მონაწილეობას ნამდვილად არ აპირებს თბილისის მერია", - თქვა კახა კალაძემ.

ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე ბრალდება 9 პირს წარედგინა. შემთხვევა ვაკის პარკში 13 ოქტომბერს მოხდა და მას 13 წლის მარიტა მეფარიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოზარდს შადრევანში დენმა დაარტყა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი