"იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება" - კობახიძე აშშ-ის მომავალ ელჩზე

გამოქვეყნდა:

"ნუ, მე ამ თემაში არ მინდა შესვლა, მათ შორის, იმის გამო, რომ ელჩი მალე შეიცვლება. მე აღარ მინდა საუბარი წარსულზე. ჩემთვის მთავარია, რომ მომავალში აღარ განმეორდეს, ასე ვთქვათ, იგივე პოლარიზაციის მხარდაჭერა, პოლარიზაციის დაფინანსება. ჩვენ ამაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. არა იმ ელჩის შეფასებაზე, რომელიც უკვე ტოვებს თავის თანამდებობას, არამედ წინ უნდა გავიხედოთ და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ მომავალში არ მოხდება პოლარიზაციის დაფინანსება, პოლარიზაციის წახალისება, შეურაცხმყოფელი განცხადებების წახალისება, ბილწსიტყვაობის წახალისება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ელჩი სხვანაირად იმოქმედებს. ახალი ელჩის კუთხით ეს იმედი უნდა გვქონდეს."

ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, მედიასთან განაცხადა. ჟურნალისტებმა მას "ხალხის ძალის" მიერ გამოქვეყნებული განცხადების შესახებ ჰკითხეს, რომლითაც ანტიდასავლური რიტორიკით გამორჩეული მოძრაობა აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს,  "აგრესიული ლიბერალ-ფაშისტური დაჯგუფებების" მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი