ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო კომიტეტის (CPJ) საგანგებო საქმეთა საკითხებში დირექტორის მოადგილე, კერი პატერსონი "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
"ეს არის აღმაშფოთებელი ქმედება ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ორიენტირებულია ჟურნალისტის გაჩუმებაზე, მხოლოდ მისი საქმის კეთების გამო.
ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს. ნიკა თავისუფალი უნდა იყოს", - წერს კერი პატერსონი.