მგონი ჯიბიდან ამოიღო კვერცხი, კვერცხიანი კაცი იყო. კვერცხიანი კაცი ეს მომზადებული ფიგურაა - ბერძენიშვილი თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

ყველაზე კარგად გამოსდიოდა დედის გინება, დანარჩენ სიტყვებში ფერხდებოდა - ამბობს ლევან ბერძენიშვილი დღეს მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას. "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში" ჩართვისას, ბერძენიშვილმა დეტალებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჯერჯერობით დაუდგენელი პიროვნება ფიზიკურ დაპირისპირებას ცდილობდა

"ლაპარაკი არ იცოდა,  მათი მეტყველების წყარო ბიძინა ივანიშვილია, ანუ უმეტყველობა. როგორც კი გინებაზე გადადიოდა იყო დამაჯერებელი და კარგი. დანარჩენ შემთხვევაში არ ვარგოდა. მე არ ვჩერდებოდი, მას არ აინტერესებდა ჩემი წასვლა, უნდოდა ფიზიკური შეხლა-შემოხლა სულ ცოტა. მერე მე მგონი ჯიბიდან ამოიღო კვერცხი, აქედან მე გავაკეთე დასკვნა, რომ კვერცხიანი კაცი იყო. კვერცხიანი კაცი ეს მომზადებული ფიგურაა. შეიარაღებული ადამიანია. ეტყობა ჩემი გრაფიკი მისთვის არ არის უცნობი.

ჩემი სტუდენტი ჩაერია თორემ შეიძლება სხვანაირად წასულიყო საქმე, არ ჩერდებოდა, შორიდანაც რაღაცეებს იძახოდა.  

კვერცხი ამაცილა. მინდა ვუთხრა, რო პოლიგონი აქვთ გასაკეთებელი კვერცხის, ქვების სროლაში. ლაპარაკი და დისკუსია დიდი ხანია დაივიწყეს და არც აპირებენ ამ სფეროში შემოსვლას და ახლა კვერცხზე არიან და ეგეც რთული აღმოჩნდა. ისეთი დაბალი დონის შემსრულებლები ჰყავთ, კვერცხის სროლაც არ იციან" ამბობს ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, თავდასხმა დღეს დილით, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი