ნიკა გვარამიას საქმე სტრასბურგის სასამართლოში მიდის. ამის შესახებ 212-ე საკნის პოლიტიკური პატიმარი, ფეისბუქით ავრცელებს განცხადებას
"შემდეგი გაჩერება - სტრასბურგი!
რამდენი დროც არ უნდა დამჭირდეს, რა ძალისხმევადაც არ უნდა დამიჯდეს, ჩემს სიმართლეს მაინც დავამტკიცებ.
ჯერ - ჩემს სიმართლეს, შემდეგ - სხვების დანაშაულს!
ნიკა #212" წერს ნიკა გვარამია
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.
სასამართლომ 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.