უზენაესმა სასამართლომ ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

უზენაესმა სასამართლომ "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია პატიმრობაში დატოვა.

სასამართლომ 2023 წლის 19 ივნისის განჩინებით დაუშვებლად ცნო ნიკა გვარამიასა და კახაბერ დამენიას ადვოკატების, ასევე პროკურატურის საკასაციო საჩივრები, რითაც ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 2 ნოემბრის განაჩენი.

ცნობისთვის, 2022 წლის 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დაცვის მხარემ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა - მეორე ინსტანციამ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ადვოკატებმა საჩივარი უზენაეს სასამართლოშიც შეიტანეს, უზენაესმა კი 19 ივნისს საჩივარი დაუშვებლად ცნო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი