
გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე შაბათს მომხდარი თავდასხმის შემდეგ, პირველ ფოტოს აქვეყნებს და ქართულ ოცნებას მიმართავს. მისივე ინფორმაციით, დღეს, როდესაც სახლში მხოლოდ მცირეწლოვანი ბავშვები და ძიძა იყოფებოდნენ, POS TV -ის სამთავრობო პროპაგანდისტები მივიდნენ:
"სახლში მოვედი და ძიძამ მითხრა ასე 2 საათის წინ პოს ტვ იყო მოსული და არ შემოვუშვიო
სახლში მხოლოდ ბავშვები და ძიძა იყვნენ
არ წავიდოდნენ ეგენითქო ვიფიქრე და ჩავედი ეზოში
იქ იყვნენ დამალულები
მოვიდნენ და ‘იი, სათვალე მოიხსენი’ დამიწყეს
ამ &ლეებს ჰგონიათ და ჩალურჯებული თვალით შემარცხვენენ
აგერაა ჩემი თვალი
ამის გამკეთებელმა პასუხი მიიღო
შემდეგზე ვისაც მომიგზავნით, რამეს მოვტეხ და ისე დაგიბრუნებთ
შემდეგზე, მინიმუმ ერთი კათეტერი დასჭირდება
დედას მოვუტ*ნავ ყველას ვინც კიდევ ეცდება მომეპაროს, ჩამარტყას და გაიქცეს
ჩემ ოჯახთან ახლოს აღარ დაგინახოთ, თორემ მოგიტ*ნავთ რუს დედებს
ახლა წაიღეთ და ტრა*კში გაიკეთეთ ეს ფოტო
ქართული ოცნება / Georgian Dream" წერს ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, ჯაფარიძეს შაბათს დილით გორში დაესხნენ თავს. ის ბორჯომში, "გირჩი-მეტი თავისუფლების" სემინარზე მიდიოდა, რა დროსაც მარტო, მანქანაში მყოფს, ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოძალადე სოსო მაისურაძე იმავე დღეს დააკავეს. მაისურაძე სასამართლომ გუშინ, 19 ივნისს წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მის წინააღმდეგ საქმე, 126-ე, ძალადობის მუხლით აღიძრა.