"მთავარის" ინფორმაციით, შოლცმა ღარიბაშვილს ნიკა გვარამიას გათავისუფლება სთხოვა | რას იზამს პრეზიდენტი, უცნობია

გამოქვეყნდა:

ნიკა გვარამიას საქმე ქართულ ევროპული ურთიერთობის მთავარი საკითხი ხდება. "მთავარი არხისთვის" ექსკლუზიურად ცნობილი ხდება ინფორმაცია საქართველოს პრემიერმინისტრისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრის დეტალების შესახებ. წყარო გვატყობინებს, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის წინსვლისა და განვითარებისთვის ოლაფ შოლცმა ირაკლი ღარიბაშვილს მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა შესთავაზა და ასეთ ნაბიჯად ნიკა გვარამიას გათავისუფლება დაასახელა. 

რა პასუხი გასცა საქართველოს პრემიერმა ამ მოთხოვნას ბერლინში უცნობია, თუმცა "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა ნაბიჯებმა ხელისუფლების პოზიცია კიდევ უფრო მკაფიო გახადა. მმართველი პარტიის სრული კონტროლის ქვეშ მყოფმა სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილებით ნიკა გვარამია ციხეში დატოვა. მაგრამ ეს შესაძლოა არ იყოს საბოლოო სტატუს კვო. ახლა, როგორც არასდროს, კიდევ უფრო აქტუალური ხდება ქვეყნის პრეზიდენტის როლი, რომელსაც აქვს უდიდესი შანსი დადებითად უპასუხოს ევროპულ მოწოდებას და შეიწყალოს "მთავარი არხის" დამფუძნებელი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი