
ძალადობა, რომელიც ცალსახად "ქართული ოცნების" ორგანიზებულად მიიჩნევა, სულ უფრო მასშტაბური ხდება. ხელისუფლების დუმილის ფონზე და დაუსჯელობის სინდრომით გათამამებული აგრესული ჯგუფები ახალ თავდასხმებს ახორციელებენ. დღეს, უკვე მერამდენედ, ლევან ბერძენიშვილი აგრესიის სამიზმე გახდა.
თავდასხმის საბაბი მეფე ერეკლე 2-სადმი ბერძენიშვილის ცნობილი დამოკიდებულებაა, მაგრამ ფაქტია, რომ ოპოზიციონერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი და ყოფილი დისიდენტი - ხელისუფლებისგან დევნის ობიექტი საკუთარი პოლიტიკური პოზიციის და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკის გამო გახდა. აშკარაა ის ფაქტიც, რომ ძალადობრივ აქციებში სულ უფრო მეტი ახალი აქტორი ერთვება და ამჯერად ჯგუფის ორგანიზატორად ოცნების ახალი ფავორიტი გვევლინება.
ავტორი: ზურა პეტროსიანი