საქართველოს ქუჩის ხელოვნების ფედერაციის წევრებმა ვეფხი და მოყმის ტერიტორიაზე "ევროპული საქართველოს" წინასაარჩევნო პოსტერები კედლიდან ჩამოხიეს.
ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ ისინი კედლის მოხატვას აპირებდნენ, "ევროპულ საქართველოში" კი აცხადებენ, რომ მათ მერიის აიპის წარმომადგენლებმა ხელი წინასაარჩევნო კამპანიაში მიზანმიმართულად შეუშალეს.