არეულობა "ოცნების" პარტიულ ჩატებში | როგორ იყენებს მმართველი პარტია საჯარო მოხელეებს ტროლ-ბოტებად

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" პარტიულ ჩათებში დიდი არეულობაა. გუშინდელი გაჟონვისა და "მთავარი არხის" ექსპერიმენტის შემდეგ რეგიონულ ქსელებში გაწევრიანებულმა საჯარო მოხელეებმა ახალი დავალება მიიღეს. მმართველი პარტიის სათაო ოფისმა მოითხოვა არავის ეპასუხა სატელეფონო ზარებზე და არ ესაუბრა შიდა პარტიულ ჩათებთან დაკავშირებით. მაგრამ "ქართული ოცნების" ეგ გეგმა ჩავარდა.

სწორედ ამ ჩათებში გაწევრიანეულ საჯარო მოხელეებს იმდენად მობეზრდათ ოლიგარქის კლანისგან მომავალი დამამცირებელი დავალებების შესრულება, რომ ჩათებიდან ამონაწერები თავისუფალ რეჟიმში ვრცელდება და თავად ამ ჩათების წევრები აკეთებენ ყველაფერს, რომ ეს მახინჯი სისტემა დაინგრეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი